იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღესაც მოვლენების ეპიცენტრში მოექცა.
სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების და ხმაურის ფონზე წარიმართა. სიტუაცია საბჭოს არამოსამართლე წევრის გამოსვლის შემდეგ დაიძაბა. ნაზი ჯანეზაშვილი დაინტერესდა, რატომ არ ეგზავნებათ საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხები წევრებს მინიმუმ სამი დღით ადრე. ჯანეზაშვილის პროტესტი მოჰყვა დღის წესრიგით გათვალისწინებულ იმ საკითხსაც, რომლის მიხედვით უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევად და მათი განაცხადების მისაღებად დამატებითი ერთკვირიანი ვადა ცხადდება.
გიორგი კობერიძე აშუქებდა ხმაურიან სხდომას.