იუსტიციის სამინისტროში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
დახურულ კარს მიღმა, სამსაათიანი თათბირის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ერთ თვეში ჩაინიშნა. ამ დროისთვის საბჭოს თითოეული წევრი მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიციით უნდა მივიდეს სხდომაზე.
დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ ყველა სახის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების დეკრიმინალიზაცია ვერ მოხერხდება მანამ, სანამ ქვეყანაში არ იარსებებს შესაბამისი სერვისები.
სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.