იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა გრძელდება საქალაქო სასამართლოში. საუბარია ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწერილ დასკვნასა და ჯარიმაზე. სხდომაზე მხარეები მტკიცებულებებს იკვლევენ. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ დაწერილი ჯარიმის უკანონობა დასტურდება. მოპასუხე მხარის თქმით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მოქმედებდა კანონის სრული დაცვით და იმედოვნებენ, რომ სასამართლო ძალაში დატოვებს მათ მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას.