საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან 2015 წელს დაწყებული მოლაპარაკებები დაასრულა.
საქართველოს მთავრობასა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შორის სასჯელების აღსრულების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის ჰააგის სასამართლო იხილავს შესაძლო დანაშაულებს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, უგანდაში, სუდანში, კოტ დივუარსა და ცენტრალურ აფრიკაში.
პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულების რაოდენობის სიმცირის გამო, ამ ეტაპზე ჰააგის სასამართლოს არ აქვს სასჯელის აღსრულებისათვის ქართული პენიტენციური სისტემის გამოყენების საჭიროება.
ვითარების შეცვლის შემთხვევაში, საქართველოს პენიტენციურ სისტემას უკვე შეეძლება, დახმარება გაუწიოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს და სასჯელშეფარდებული პირები საკუთარ ტერიტორიაზე მიიღოს.