დღეს იუნკერთა ხსენების დღეა – სამხედრო სასწავლებლის იუნკრები კოჯორ-ტაბახმელასთან საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. ქვეყანაში 1921 წლის თებერვლის მოვლენებს იხსენებენ.
საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიას ქართული ჯარი, სახალხო გვარდია და მოხალისეები თბილისის მისადგომებთან დახვდნენ. ძირითადი ბრძოლები კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა. მე-11 არმიას იუნკრებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. თუმცა, განახლებული შეტაკებების შედეგად, იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე დაეცა.