სპორტული კომპლექსის მშენებლობა

ტაბახმელაში, თრიალეთის ქუჩაზე სპორტული კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.

სპორტული კომპლექსი მოიცავს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის საფეხბურთო, საკალათბურთო და პადელის მოედნებს, 230 მაყურებელზე გათვლილ ტრიბუნას, ტექნიკურ შენობას გასახდელებითა და სხვა საჭირო სივრცეებით, საპარკინგე სივრცეს. ასევე, კომპლექსი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდება და 2025 წელს უნდა დასრულდეს.