პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბრიუსელში. ირაკლი ღარიბაშვილი ამ წუთებში ბელგიელ კოლეგას ხვდება. დღესვე დაგეგმილია არაერთი მაღალი დონის დისკუსია. საღამოს კი პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვა კულტურის საერთაშორისო ფესტივალის – „ევროპალიისა“ და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე.

სალომე ქოქიაშვილი ბრიუსელიდან.