26  მაისი - საზეიმო ღონისძიებები ზუგდიდში

ამ დრომდე გრძელდება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქალაქ ზუგდიდში.

ცენტრალურ ბულვარსა და გამსახურდიას გამზირზე სხვადასხვა აქტივობაში ყველა თაობის ზუგდიდელი და ქალაქის სტუმარია ჩართული. ზუგდიდში წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზატორი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა.