იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე ერთიან საგამოფენო სივრცეში.
„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“, – ასე ერქმევა გამოფენას, რომელსაც ხვალიდან ეროვნული გალერეა უმასპინძლებს.
დამთვალიერებელი გვიანი რენესანსიდან როკოკომდე პერიოდში შექმნილ ტილოებს იხილავს. იგულისხმება იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობების და ჟანრების ვრცელი რეტროსპექტივა.