იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე

იტალიური მხატვრობის სამი საუკუნე ერთიან საგამოფენო სივრცეში.

„ფერი ტინტორეტოდან კანალეტომდე“, – ასე ერქმევა გამოფენას, რომელსაც ხვალიდან ეროვნული გალერეა უმასპინძლებს.

დამთვალიერებელი გვიანი რენესანსიდან როკოკომდე პერიოდში შექმნილ ტილოებს იხილავს. იგულისხმება იმდროინდელი მხატვრობის ძირითადი მიმდინარეობების და ჟანრების ვრცელი  რეტროსპექტივა.