გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას აწარმოებენ, რის შემდეგაც უნდა დაიგეგმოს სამუშაოების მომდევნო ეტაპი. სასულიერო პირების თქმით, დასკვნის შემდეგ კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება. გელათის რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროსგან საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა. სასულიერო პირების თქმით, ტაძარში წყალი აღარ ჩადის. პრობლემის აღმოსაფხვრელად კი აუცილებელია გელათის მოქცევა ერთიან გადახურვაში. განსახორციელებელი სამუშაოების გეგმა საზოგადოებისთვის მომავალ თვეში უნდა გახდეს ცნობილი.