ისტორიული სადარბაზოები

თბილისის ისტორიული სადარბაზოების რეაბილიტაცია დასრულებულია.

მე-19 საუკუნით დათარიღებული მხატვრობის გადარჩენას სპეციალისტები წელიწადნახევრის განმავლობაში ცდილობდნენ.

ძველი თბილისისთვის დამახასიათებელ სადარბაზოებში ყველა სართული  მოხატულია.

მძიმე დანაკარგების მიუხედავად, ორეტაპიანი სამუშაოების შემდეგ მრავალჯერ გადაღებილი და ნესტისაგან ჩამოშლილი მოხატული კედლები რესტავრატორებმა სრულად აღადგინეს.

რესტავრაციის დაწყებამდე მიტოვებულ სადარბაზოებში წყალი ჩადიოდა, რაც უნიკალური მხატვრობის კვალს ნელ-ნელა აქრობდა.