სარეაბილიტაციო სამუშაოები

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სოციალური საცხოვრებლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სრულად განახლდება ძლიერი ქარისგან დაზიანებული სახურავი, შეკეთდება შიდა ნაწილიც, რაც წვიმამ დატბორა. მაცხოვრებლები კი ქუთაისის მერიამ დროებით სასტუმროში გადაიყვანა. ამავდროულად, ადგილობრივი თვითმმართველობა მათ ბინის ქირის სახით 500 ლარს გადაუხდის.
ერთი თვის განმავლობაში, სანამ რეაბილიტაცია სრულად არ დასრულდება, 12 ოჯახი, მათ მიერვე შერჩეულ სახლებში იცხოვრებს.