ნარიყალას ციხის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი

თბილისის სავიზიტო ბარათი ძველ იერსახეს იბრუნებს.

ნარიყალას ციხის ტერიტორიაზე რეაბილიტაციის მეორე ეტაპი დაიწყო. სარესტავრაციო და გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდება ისტორიული ძეგლის იმ ნაწილს, რომელიც წლების განმავლობაში უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ვიზიტორებისთვის საფრთხეს ქმნიდა. საუკუნეების განმავლობაში ძეგლი არაერთხელ გახდა მტრის თავდასხმის სამიზნე, ღირსშესანიშნაობა საგრძნობლად დააზიანა მიწისძვრამაც. უძველესი ციხესიმაგრის სარეაბილიტაციო პროექტი შიდა და გარე სამუშაოების ჩატარებას და მისასვლელი ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. გეგმაშია ახალი განათების მონტაჟიც.