ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა

ისრაელში დაჭრილი საქართველოს მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა – ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულის გადმოსვენების მიზნით, შესაბამისი პროცედურები ხორციელდება. შემთხვევა იაფას რაიონში გუშინ მოხდა. სროლის შედეგად დაიღუპა რვა ადამიანი, რამდენიმე კი დაიჭრა. ისრაელის პოლიცია მომხდარს სავარაუდო ტერორისტულ აქტად აფასებს. როგორც ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.