გატაცება საოკუპაციო ხაზიდან

საოკუპაციო ძალების მორიგი უკანონო მოქმედება.

რუსმა სამხედროებმა საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს. საოკუპაციო ძალის სამხედროებმა უკანონოდ დააკავეს მოქალაქე ზურაბ დათიაშვილი. შემთხვევა სოფელ კირბალთან საძოვრებზე მოხდა. გატაცებული მოქალაქე მწყემსია. ინფორმაციას ადასტურებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. სუს-ის ცნობით, მომხდარზე უკვე გააქტიურდა ცხელი ხაზი. ინფორმაცია მიეწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.