გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილება

გახმაურებული მკვლელობის 14-თვიანი სასამართლო განხილვა დასრულებულია.

საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ბერლინის სასამართლოს დღევანდელი ვერდიქტი შესაძლოა გერმანიაასა და რუსეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი გახდეს. წარმოშობით ჩეჩენი და რუსეთის მიერ ტერორიზმში დადანაშაულებული ხანგოშვილის საქმის კვალი რუსეთთან მიდის. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ხანგოშვილის ლიკვიდაციის ბრძანება რუსეთის სამთავრობო უწყებამ გასცა, თუმცა უწყება დაკონკრეტებული არ არის. ბერლინში, 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლული ხანგოშვილი ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე იყო. გერმანიაში რუსეთის ელჩი მოსამართლის გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და გერმანიას საპასუხო ზომით ემუქრება.