საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრის გათავისუფლება

საოკუპაციო რეჟიმის ტყვე თავისუფალია.

ერთწლიანი უკანონო პატიმრობის შემდეგ ლაშა ხეთერელი სახლში დაბრუნდა. შარშან ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოსთან გადასცეს. ის ცხინვალის ციხეში

საქართველოს ორ მოქალაქესთან – ზაზა გახელაძესთან და გენადი ბესტაევთან ერთად იმყოფებოდა. გახელაძე და ბესტაევი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩებიან. სამივე მათგანის საკითხი ერგნეთის და ჟენევის შეხვედრების ფორმატში აქტიურად განიხილებოდა.