თბილისის საქალაქო სასამართლოში, ისნის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმის პროცესი გრძელდება. წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს უძრავი ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. პროკურატურა აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს ქრთამის მიცემას, ჯგუფურად ჩადენილ იძულებას და მუქარას ედავება.