ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის სასამართლო სხდომა

ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის ბრალდების საქმე და მორიგი ხმაურიანი სხდომა. პროცესზე დაცვის მხარეს ვატო წერეთელი უნდა გამოეკითხა, თუმცა, სასამართლოს შეურაცხყოფისთვის მოსამართლემ ჯერ 300 ლარით დააჯარიმა, შემდეგ კი, სხდომათა დარბაზიდან გააძევა. პროცესი 28 სექტემბერს, 12 საათზე განახლდება. საუბარია, ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი