დაკავება არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე

არასრულწლოვანის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით, თბილისში ერთი პირი დააკავეს. გამოძიების ცნობით, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ პირს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.