ისანში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.
პროექტის ფარგლებში, 2905 მ/კვ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი.
მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები.
გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა.