ისანში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

18:28, 14.03.2019

ისანში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

პროექტის ფარგლებში, 2905 მ/კვ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი.

მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები.

გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა.

მსგავსი