ირანის ხელისუფლებამ სიკვდილით კიდევ ორი ახალგაზრდა დასაჯა. მათ მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების დროს, ბასიჯის მოხალისეთა წევრების მკვლელობა ედებათ ბრალად. ადგილობრივმა მედიამ სასამართლოში მათი სიტყვით გამოსვლის დამონტაჟებული კადრები გაავრცელა. როგორც „ფრანს-24“ აღნიშნავს, ბრალდებულებს უფლება არ ჰქონდათ აეყვანათ საკუთარი ადვოკატი და გასცნობოდნენ მათ წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს. საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე, ირანში 517 ადამიანია დაღუპული, 20 ათასამდე კი დაკავებული.