ირანში ცნობილი მსახიობი დააკავეს

ირანში დააკავეს ცნობილი მსახიობი ქალი, რომელიც ანტისამთავრობო დემონსტრანტებს უცხადებდა მხარდაჭერას. მას ბრალად „სიცრუის გავრცელება“ წარუდგინეს. 38 წლის თარანე ალი დოსტი საპროტესტო აქციების ხისტი გზებით ჩახშობის გამო, ირანის მთავრობას ღიად აკრიტიკებდა. მან ინსტაგრამში გაავრცელა ფოტოები, რომელზეც ის ხიჯაბის გარეშეა. მან ასევე დაგმო დემონსტრაციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯი ფაქტებიც. როგორც ირანის ხელისუფლებაში აცხადებენ, მსახიობმა ვერ დაადასტურა მის მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებულ პოსტებში წარმოდგენილი ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ ირანში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები სექტემბრიდან გრძელდება. მედიის ცნობით, დაღუპულია 400-ზე მეტი ადამიანი. 1800 კი დააკავეს.  მათ ნაწილს სიკვდილი აქვს მისჯილი.