არეულობა თეირანში, ევინის ციხეში

აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმოდა გასულ ღამეს თეირანში, ევინის ციხეში. თვითმხილველების განცხადებით, ტერიტორიაზე ძლიერი კვამლი შენიშნეს. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაპირისპირება კრიმინალურ ელემენტებს შორის მოხდა და ხანძარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. თუმცა, გავრცელებულ ვიდეომასალაში ისმის ლოზუნგები „სიკვდილი დიქტატორს“. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის ვითარება მშვიდია. ევინის ციხე პოლიტპატიმრების საპყრობილედ მოიაზრება, სადაც გასული თვის განმავლობაში, 22 წლის მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, მასშტაბური არეულობების დროს დაკავებულები გადაიყვანეს. ციხის ინციდენტის შემდეგ, თეირანის ქუჩებში საპროტესტო აქციის მონაწილეები ისევ გამოვიდნენ.