შეზღუდვები ირანელი ქალებისთვის

ირანში ქალების ჩაცმულობის გასაკონტროლებლად საჯარო ადგილებში სათვალთვალო კამერებს ამონტაჟებენ. ირანის პოლიციის ინფორმაციით, „15 აპრილის შემდეგ პოლიცია შესაბამის ზომებს მიიღებს იმ ქალების წინააღმდეგ, რომლებიც ჰიჯაბს არ ატარებენ. იდენტიფიცირების შემდეგ რეგულაციის დამრღვევები მიიღებენ გამაფრთხილებელ ტექსტურ შეტყობინებებს“. „როიტერის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ე.წ. მორალის პოლიციაში ყოფნისას მიყენებული დაზიანებების გამო, 22 წლის ქურთი ქალი მაჰსა ამინი გარდაცვალა, ირანელი ქალების ნაწილი ჰიჯაბის ტარებაზე უარს აცხადებს.