საპროტესტო აქცია ბერლინში

ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა მხარდამჭერი დემონსტრაცია გაიმართა გერმანიაში. ათობით აქტივისტი ბრანდერბურგის კარიბჭესთან შეიკრიბა და ირანის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში მიმდინარე აქციების მონაწილეთა სიკვდილით დასჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა. როგორც ცნობილია, ირანის ხელისუფლება აქციების დროს დაკავებული 24 ადამიანის სიკვდილის დასჯას აპირებს. ერთ-ერთი დემონსტრანტის, მოჰსენ შექარის მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა უკვე გამოიყენეს. „როიტერის“ ცნობით, ირანში სექტემბრიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის 63 არასრულწლოვანი იყო.