ცოტა ხნის წინ ირანის შინაგან საქმეთა მინისტრმა დაადასტურა ინფორმაცია აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში პრეზიდენტ, იბრაჰიმ რაისის ვერტმფრენის მძიმედ დაშვების შესახებ. როგორც ირკვევა, მგზავრებს შორის ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბ დოლაჰიანიც იმყოფებოდა. მთავრობამ მედიას განუცხადა,რომ უამინდობის გამო, ირანის წითელი ჯვრის საზოგადოებას შემთხვევის ადგილზე მისვლა გაუჭირდა. ასევე ცნობილია, რომ პრეზიდენტის ვერტმფრენის გარდა, სხვა ვერტმფრენებმა, რომელშიც მინისტრები და მაღალჩინოსნები ისხდნენ დანიშნულების ადგილს უსაფრთხოდ მიაღწიეს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი ჩამოვარდა. იბრაჰიმ რაისი აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან თეირანში ბრუნდებოდა.