ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება

ირანში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს გაიმართება. საპრეზიდენტო კანდიდატებს 30 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით შეუძლიათ დარეგისტრირება, ხოლო საარჩევნო კამპანია 12 ივნისიდან 27 ივნისის დილამდე გაგრძელდება. ირანის კონსტიტუციის თანახმად, ახალი არჩევნები უახლოეს 50 დღეში უნდა ჩატარებულიყო. შეგახსენებთ, რომ ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი ავიაკატასტროფაში დაიღუპნენ. პრეზიდენტი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან ბრუნდებოდა და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ირანულმა მედიამ პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და საგარეო საქმეთა მინისტრ ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის დაღუპვა გუშინ დაადასტურა.