სამგლოვიარო პროცესია ირანში

ირანის ქალაქ თავრიზში პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისისა და მასთან ერთად დაღუპული პირების სამგლოვიარო პროცესია დაიწყო. ქალაქის ქუჩებში გარდაცვლილთათვის პატივის მისაგებად ათასობით ადამიანია გამოსული. თავრიზის შემდეგ, პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და გუბერნატორის ცხედრებს ჯერ შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში, შემდეგ კი დედაქალაქში გადაასვენებენ, სადაც თეირანის მოსალას მეჩეთში მოსახლეობა დაღუპულებისთვის პატივის მიგებას შეძლებს. მოგვიანებით, პრეზიდენტის ცხედარს დაკრძალვამდე, მაშდადში მდებარე იმამრეზის მეჩეთში დაასვენებენ, სადაც ლოცვას აიათოლა ალი ხამენეი აღავლენს. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ირანში 28 ივნისს გაიმართება.