ირანის პრეზიდენტის განცხადება

ირანის პრეზიდენტმა იემენში აშშ-ის მიერ განხორციელებული თავდასხმა გააკრიტიკა. აღნიშნულის შესახებ რაისმა „ჰუსიტების“ ოფიციალურ პირთან სატელეფონო საუბრისას თქვა. მისივე განცხადებით, ამ ქმედებით შეერთებულმა შტატებმა „აგრესიული ბუნება“ გამოავლინა. „ეჭვგარეშეა, მსგავსი ქმედებები იმ ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდნენ საგარეო აგრესიას და ახლა თამაშობენ ეფექტიან როლს პალესტინელი ხალხის დაცვაში. ეს ფატი მიუღებელია და დაგმობილია მსოფლიოს თავისუფლების მსურველი ქვეყნების მიერ,“- განუცხადა რაისიმ „ჰუსიტების“ უმაღლესი პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელს.