ირანის პრეზიდენტის ვერტმფრენი, რომლითაც იბრაჰიმ რაისი თეირანში ბრუნდებოდა, აღმოსავლეთ აზერბაიჯანის პროვინციაში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი პირების მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილისკენ სამაშველო ბრიგადები უკვე გაემგზავრნენ. იბრაჰიმ რაისი დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა, სადაც ის ილჰამ ალიევთან ერთად კაშხლის გახსნას დაესწრო, რის შემდეგაც უკან ირანში ბრუნდებოდა.