ახალი სავაჭრო დერეფანი, რომელმაც გლობალური ფუნქცია უნდა შეიძინოს – საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთი ირანთან ერთად ჩრდილოეთ-სამხრეთის სავაჭრო გზის ფორმირებას იწყებს.
ახალმა დერეფანმა სამხრეთ კავკასიის გავლით აზია ევროპას უნდა დააკავშიროს და ტვირთების გადატანა მოკლე დროში უზრუნველყოს. პროექტში აზერბაიჯანიც მონაწილეობს. ორ ქვეყანას შორის პირველ საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. ამ შეთანხმების საშუალებით ირანის ტერიტორიაზე ახალი სარკინიგზო მარშრუტი აშენდება. მოსკოვი და თეირანი იმედოვნებენ, რომ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფანი გლობალურ სავაჭრო მარშრუტებს კონკურენციას გაუწევს.