რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ხარკოვში, რუსების მიერ კამიკაძე დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, დრონმა ერთ-ერთი საერთო საცხოვრებლის ორი სართული გაანადგურა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.

უკრაინის ქალაქ კრივოი როგზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ კი 80-ს გადააჭარბა. დნეპროპეტროვსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, 19 ადამიანი საავადმყოფოში რჩება. დაშავებულთა შორის შვიდი ბავშვია. სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი.