ცვლილებები ეროვნული ბანკის საბჭოში

როგორ განაგრძობს მუშაობას ქვეყნის ცენტრალური ბანკი – ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საერთაშორისო სანქციებთან დაკავშირებით ნათია თურნავას ხელმოწერით გამონაკლისი ბრძანება გამოიცა და ბანკის საბჭო პირადი განცხადების საფუძველზე სამმა წევრმა დატოვა.

მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონი სამივე ვიცე-პრეზიდენტს თანამდებობაზე დარჩენას კიდევ ორი თვის განმავლობაში ავალდებულებს. უკვე დღეს პარლამენტმა აირჩია საბჭოს ორი ახალი წევრიც. შესაბამისად, სპეციალისტები ბანკის მენეჯმენტში, კრიზისის ალბათობას გამორიცხავენ. რაც შეეხება თურნავას პრეცედენტულ გადაწყვეტილებას ეკონომისტების შეფასებით, მიღებული ბრძანება ფინანსური ინსტიტუტების სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.