ირაკლი ოქრუაშვილის პროცესი ისევ გადაიდო. „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, მისივე მოთხოვნილი სახაზინო ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დააყენა. ამ შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა და ოქრუაშვილი საქმის მიზანმიმართულ გაჭიანურებაში დაადანაშაულა. მოთხოვნა არ გაიზიარა არც მოსამართლემ. გამოძიება, ირაკლი ოქრუაშვილს, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.