ოკუპირებულ გალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიას საქმეზე დამატებით დოკუმენტაციას ცენტრი „ემპათია“ გაეროს წამების პრევენციის და ევროსაბჭოს წამების პრევენციის კომიტეტებს გადაუგზავნის.
წამებისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრმა უკვე მიმართა რუსეთის სახალხო დამცველსა და პროკურატურას.
დაიწყო თუ არა გამოძიება კვარაცხელიას საქმეზე – ამ შეკითხვაზე პასუხს „ემპათია“ რუსეთის პროკურატურისგან ელოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრი ევროპის სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.