„მზად ვართ საკუთარი ცოდნით, სამართლებრივი, ფიზიკური ძალისხმევით დავიცვათ თითოეული სტუდენტი, რომელიც იქნება თუნდაც ზეწოლის ან ძალადობის რაღაც რისკის ქვეშ“, – ამის შესახებ პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს დაამახინჯოს ქართველი ხალხის წარმოდგენა და აქციის მონაწილე სტუდენტების მიმართ რეპრესიებს აანონსებს. ირაკლი კუპრაძის განმარტებით, უნივერსიტეტებსა და სკოლებში პრორუსი ლექტორების ადგილი არ არის და სტუდენტებს აქვთ უფლება ეს მშვიდობიანი გზით გააპროტესტონ.