„ლელო საქართველოსთვის“ განცხადება

თბილისის საკრებულოში, ფრაქცია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ვატო სურგულაძე გუშინ ღამე უხვი ნალექის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ეხმაურება. მისი თქმით, პრობლემების მთავარი ეპიცენტრი ის ადგილები იყო, სადაც უახლოეს წარსულში მოხდა ქუჩების რეაბილიტაცია. ვატო სურგულაძის განცხადებით, ქალაქის უსაფრთხოებაზე საკრებულოს ბოლო სხდომაზე ილაპარაკეს. მისი განმარტებით, ახალი მაღალსართულიანი შენობების აშენება სახიფათოა ქალაქისთვის. ამ განცხადებას პასუხობს მმართველი გუნდის წევრი ოთარ გრიგოლია. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში ყველა სტრუქტურა იყო ჩართული სამუშაოებში. გრიგოლიას განცხადებით, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სანიაღვრე სისტემის გაწმენდითი სამუშაოები.