IPRM-ის შეხვედრაზე ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნას განიხილავენ
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას განიხილავენ ერგნეთში.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა უკვე ერთი საათია მიმდინარეობს.
ტატუნაშვილის საქმის გარდა, ქართული მხარე კიდევ რვა საკითხს დააყენებს.