ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ინფორმაციით, მთავრობის პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ იპოთეკურ სესხებზე მზარდი მოთხოვნა ფიქსირდება.
ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, ახალ პროდუქტს ბანკები მომხმარებლებს ახლაც სთავაზობენ და მიღებული განაცხადების დიდი ნაწილი ჯერ დამუშავების პროცესშია. ძნელაძის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია როგორც სესხებზე მოთხოვნა, ასევე გაცემული კრედიტებისა და გაყიდული უძრავი ქონების რაოდენობა. მისი შეფასებით, თითქმის ორ კვირაში იპოთეკური სესხების გაცემის კუთხით მიღებულმა შედეგებმა მოლოდინს გადააჭარბა.