უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხების გაცემის ვადა მცირდება 

ეროვნული ბანკის კიდევ ერთი შემზღუდავი რეგულაცია.

პირველი იანვრიდან უცხოურ ვალუტაში იპოთეკური სესხები 15-ის ნაცვლად მაქსიმუმ 10 წლით გაიცემა. ამ ნაბიჯით სებ-ი ლარში გასაცემ კრედიტებზე მოთხოვნის გაზრდას ცდილობს. თუმცა, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები გაძვირდა, რის გამოც ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება ცალკეულ წრეებში სკეპტიციზმსაც იწვევს. ანალიტიკოსების ნაწილი რეგულაციების გამკაცრების შედეგად უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებლის შემცირებას ელოდება.

 

დატოვე კომენტარი