„კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში დაზარალებული სექტორის დასახმარებლად მომზადებული პროექტი ამოქმედდა.
მოქალაქეები, რომლებიც უძრავ ქონებას იპოთეკური სესხით წლის ბოლომდე შეიძენენ, სუბსიდირების პროგრამით ისარგებლებენ. კერძოდ, მათ სესხებზე დარიცხული წლიური საპროცენტო განაკვეთის 4 %-ს სახელმწიფო დაფარავს. დეველოპერულ კომპანიებში განმარტავენ, რომ რამდენიმეთვიანი პარალიზების შემდეგ ბინებზე მოთხოვნა მკვეთრად არის გაზრდილი. იპოთეკური სესხების სუბსიდირების ფონზე კვლავ გამოწვევად რჩება სამომხმარებლო საბანკო კრედიტები. გარდა იმისა, რომ ამ ტიპის სესხების გაცემა გამკაცრებულია, მაღალია საპროცენტო განაკვეთებიც.