იპოდრომის „კორტების“ რეაბილიტაცია   

ძველი იპოდრომის ნაწილი ისევ თბილისის მერიის საკუთრებაა.

საუბარია ტერიტორიაზე, სადაც მოსახლეობა მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას წლების განმავლობაში აპროტესტებდა. მოქალაქეები ცხრა წლის წინ გასხვისებული ადგილისთვის სპორტული პროფილის შენარჩუნებას ითხოვდნენ.

მარიამ სეთურიძე დაინტერესდა, რას გეგმავს დედაქალაქის მთავრობა გამოსყიდულ ტერიტორიაზე, სადაც  2009 წლამდე, ანუ კერძო მესაკუთრისთვის გადაცემამდე, ჩოგბურთის მოედანი იყო.