ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე 15 წლის წინ შექმნილი ფორმატის შენარჩუნების მომხრეა.
ტოივო კლაარმა პირველ არხს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა. სამხრეთ კავკასიაში ევროკომისიის სპეციალური წარმომადგენელი გაერო-დან და ეუთო-დან კოლეგებთან ერთად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში აპირებდა ჩასვლას, თუმცა არ აღიარებულმა რეჟიმებმა ჟენევის მოლაპარაკების თანათავმჯდომარეების ვიზიტის საჭიროება ვერ დაინახეს. 2008 წლის ომიდან დღემდე გამართული 56 რაუნდიდან შედეგი 6-პუნქტიანი შეთანხმების არც ერთ მთავარ საკითხზე არ არსებობს, თუმცა ჟენევის ფორმატის არსებობას კლაარი უკვე შედეგად მიიჩნევს და მომავალში მისი გაუმჯობესების შესაძლებლობაზეც მიუთითებს.
სალომე ქოქიაშვილი ესაუბრა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს.