გამოცდების ახალ მოდელთან დაკავშირებით, განმარტებებს აკეთებს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.
სოფო გორგოძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, საგამოცდო პოლიტიკის შეცვლის საჭიროება დღის წესრიგში დადგა. სკოლის საატესტატო გამოცდების გაუქმებას გორგოძე იმ გარემოებით ხსნის, რომ ელექტრონული საგამოცდო მოდელი მოსწავლეების ცოდნის შემოწმების საშუალებას ვერ იძლეოდა და პარალელურად, რეპეტიტორების ინსტიტუტის გაძლიერებას უწყობდა ხელს. თუმცა ახლა ცენტრმა იმაზე უნდა იფიქროს, თუ რა სისტემით გაიცემა მომავალში სკოლის ატესტატი.
რაც შეეხება ზოგად უნარებში გამოცდის ჩაბარების ვალდებულების გაუქმებას, ამ თემაზეც ცენტრს საკუთარი არგუმენტები აქვს, მაგრამ სკეპტიკოსებთან კონსულტაციებისთვის მზად არის.