ინტერვიუ საქართველოში გერმანიის ელჩთან

„მოამბესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გერმანიის ელჩი რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული მძიმე სანქციების შედეგებს აფასებს.

ჰუბერტ ქნირშის პოზიციით, საომარმა მოქმედებებმა მსოფლიოს რუსეთის შეიარაღებული ძალების სისუსტე და უკრაინელი სამხედროების და ხალხის სიძლიერე აჩვენა. დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დარწმუნებულია, რომ დროსთან ერთად საერთაშორისო საზოგადოების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება. ინტერვიუში ელჩი საქართველოს ხელისუფლების პოზიციას და უკრაინის საკითხზე საგარეო პოზიციონირებასაც აფასებს.

„ქვეყნის ხელისუფლება აუცილებელი სიფრთხილით მოქმედებს“, – ასეთია ქნირშის პოზიცია.

ქეთი ჩოხელმა ჩაწერა საქართველოში გერმანიის ელჩი.