ინტერვიუ ჯეიმს აპატურაისთან 

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრობს. ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა, რომ ნატო-ს არ ავიწყდება საქართველოში რუსეთის აგრესიული ქმედებები.

მისივე თქმით, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე ელჩებმა შეშფოთება გამოხატეს იმის გამო, რაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება. ჯეიმს აპატურაის განცხადებით, დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა გაიმართება და მას არ გაუკვირდება, თუკი ნატო-ს ელჩები რუსეთს საქართველოს მიმართ აგრესიულ ქმედებებს კიდევ ერთხელ  შეახსენებენ.