გაერო-ს გენერალური მდივანი კიევში

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაერო-ს შეუძლია, ეს „აზოვსტალის“ ქარხნის განბლოკვაა, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გაერო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ. მას სჯერა, რომ ქარხანაში მყოფი ხალხის სახლებში დაბრუნება შესაძლებელია. ამავე პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინაში შეიძლება ჩატარდეს არაერთი ფსევდო რეფერენდუმი, თუმცა, არც უკრაინა და არც დანარჩენი სამყარო მათ შედეგებს არ აღიარებს.

რაც შეეხება გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებას, ანტონიო გუტიერეშმა თქვა, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გრძელდება დისკუსიები, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან ევაკუაცია მოხერხდეს.

შეგახსენებთ, მანამდე გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მარიუპოლიდან და მათ შორის ქარხანა „აზოვსტალიდან“ მოქალაქეების გამოყვანის პროცესში ჩაერთვება როგორც გაერო, ისე წითელი ჯვარი.